სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სომხეთში, ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად ანაიტ ავანესიანი დაინიშნა, რომელსაც მანამდე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. ავანესიანი სომხეთის მთავრობაში პირველი ქალი მინისტრია.

არსენ ტოროსიანი მწვავე კრიტიკის ეპიცენტრში აღმოჩნდა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე, როცა სომხეთში კორონავირუსის მასშტაბური ეპიდაფეთქება მოხდა.

როგორც არსენ ტოროსიანმა მოგვიანებით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ის სომხეთის მთავრობის აპარატს უხელმძღვანელებს.

წყარო: itv.ge