თურქეთი სკოლების გახსნას 15 თებერვლიდან გეგმავს

თურქეთი სკოლების გახსნას 15 თებერვლიდან გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა, ზია სელჩუკმა განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება 15 თებერვლიდან სკოლების გახსნის შესახებ,“ -განაცხადა სელჩუკმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ყველა კლასის გახსნა ერთდროულად ვერ მოხერხდება.

წყარო: report.ge