„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სულ მალე – სრულფასოვანი ტელეკომპანია “გეორგია”. ის უკვე არის ყველა საკაბელო არხზე (ჯერ სხვა სახელით), ასევე სატელიტზე და ჩვეულებრივი ანტენებით იქნება შესაძლებელი ყურება – 24-საათიანი მაუწყებლობა, პირდაპირი ჩართვები, ყოველ საათში საინფორმაციო გამოშვება და ყოველდღე პოლიტიკური ტოქ-შოუები.