ჯანნდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველოს რეგიონები არის დაყოფილი სხვადასხვა ზონებად და ამ ზონებში ეტაპობრივად მოიხსენება შეზღუდვები.
მისი თქმით, მწვანე ზონაზე იქნება მეტი საშუალება იმისა, რომ როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ასევე განათლების კომპონენტი და შესაძლებელია, ტრანსპორტიც იქნას გახსნილი, თუმცა რეგულაციების უმკაცრესი დაცვით.
“თქვენ იცით, რომ ქვეყნები არის დაყოფილი მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებად. დღესდღეობით ჩვენ საქართველოში რეგიონები გვაქვს დაყოფილი ამ მხრივ. აქედან გამომდინარე, ეს გახსნებიც იქნება ეტაპობრივი საქართველოს მასშტაბით და იქნება სხვადასხვა გრადაციის. იმ რეგიონებში, რომელზეც მივუთითებთ ჩვენ რომ არის მწვანე ზონა, რა თქმა უნდა გვექნება მეტი საშუალება იმისა, რომ როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ასევე განათლების კომპონენტი და შესაძლებელია, ტრანსპორტიც იქნას გახსნილი, თუმცა რეგულაციების უმკაცრესი დაცვით. ყვითელ რეგიონებზე გვექნება სხვა მიდგომა და წითელ რეგიონებზე, რა თქმა უნდა, სხვა” , – განაცხადა ტიკარაძემ.
“რეზონანსი”