აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი: უწყება არ შეეგუება მათ, ვინც ინაუგურაციისთვის ხელის შეშლას ძალადობით შეეცდება.
აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეფრი როზენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხელისუფლება არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უკანონო აქციებს არ დაუშვებს.
“უწყება არ შეეგუება მათ, ვინც ძალადობით ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებით ინაუგურაციისთვის ხელის შეშლას შეეცდება” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ში არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.
წყარო: itv.ge