“ხალხს ციხიდან კრედიტებს უხსნიდი, ბიჭო…”, “არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრებზე მოსული…” – ელისაშვილი და ხაზარაძე

ალეკო ელისაშვილმა, განაცხადა: “მამუკა ხაზარაძეს ვკითხე, რა ხდება მეორე სცენარში-მეთქი, ომია, ძმაო და მერე რაღაცა იქნებაო, მიპასუხა.” – მის ამ სიტყვებს “რუსთავი 2” ის ეთერში, დაპირისპირება მოჰყვა.

მამუკა ხაზარაძემ ელისაშვილი ტყუილში დაადანაშაულა, ელისაშვილმა კი მეორე ბრალდება წაუყენა ხაზარაძეს და თქვა, რომ მოლაპარაკებები ჰქონდა მისი პარტიის წევრებს “ოცნებასთან”. ალეკო ელისაშვილი იქვე, პირდაპირ ეთერშივე ეუბნება, რომ ყველა ომში გაყვებოდა ხაზარაძეს – “ზუსტად ასე მითხარი, ომია, ძმაოო. გითხარი, ნებისმიერი ომში გამოგყვებითო… ლევან იოსელიანი 30 წელია ჩემი მეგობარია და ისეთ ომებში წავსულვართ…”

ხაზარაძე:

თქვენ ხომ გინდათ ხალხს დაანახოთ, აი, ოპოზიციამ როგორ დააყარა ერთმანეთს… ქურდული აზროვნება მოიკითხე შენკენ.. თქვენ ხართ მატყუარა. 2 თვეა ვუსმენ, გამოდიხარ სხვადასხვა ეთერებში, არ გპასუხობ… არა ვარ საშენოდ განწყობილი…

ელისაშვილი:

არ გქონდათ ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკება?

ხაზარაძე:

რა მოლაპარაკება მქონდა? სანამ არ დაამტკიცებ….

ელისაშვილი:

ხო, მიდი…

ხაზარაძე:

მიდი კი არა, სანამ არ დაამტკიცებ, რომ “ლელოდან” ვინმეს ჰქონდა მოლაპარაკება ოცნებასთან, აქედან არ გავალ… შენნაირ ადამიანს საერთოდ არ შევხდები, გინდა დეპუტატი იყავი… სანამ არ დაამტკიცებ მეორე ბრალდებას…

ელისაშვილი:

მატყუარაც ხარ და უსინდისოც…

ხაზარაძე:

მე არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული… მოვუწოდებ ყველას… მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ… ეს იქნება მაგალითი, რომ ღირსებას, სიტყვას, უნდა ჰქონდეს ფასი.

ელისაშვილი:

ტყუილები არ უნდა იკადრო… ბანკირებს და ხალხის მყვლეფავებს… შემომხედე კაცურად… ბოკერიას გვერდზე რომ იჯექი, არ მითხარი, ომიაო, ძმაოო?

ხაზარაძე:

ამდენი ტყუილები სად ისწავლე? აი, ეს რას ემსახურება?

ელისაშვილი:

სხვების დაკრულზე რომ დადიხარ…

ხაზარაძე:

შენ ვის დაკრულზე დადიხარ, ის გაარკვიე. ჩვენ გვერდით არ გაიარო…

ელისაშვილი:

ხალხს რომ ხოცავდნენ ქუჩაში, მაშინაც იდექი და ხლახს ბინებიდან ყრიდი, აი, ეს კაცი ხარ შენ… დაჭერის პრობლემა სანამ არ შეგიქმნეს, მანამდე არ გაგიხსენებია…

ხაზარაძე:

კიდევ რა დაგავალა ოცნებამ?

ელისაშვილი:

რომელ ღირსებაზე მელაპარაკები? ყველაფერს აქვს თავისი სახელი. ციხიდან ხალხს კრედიტებს უხსნიდი, ბიჭო…