აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქალი პირველად გახდა

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორად ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი ევრილ ჰაინსი დაამტკიცა. ის პირველი ქალია ამ თანამდებობაზე. მის სასარგებლოდ 84-მა სენატორმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი ათი აღმოჩნდა.

კენჭისყრამდე არკანზასის სენატორმა, ტომ კოტონმა ჰეინესის მხრიდან წერილობითი განმარტება მოითხოვა, მოსმენის დროს წარმოშობილ ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით, ის გამოც ხმის მიცემის პროცესი შეყოვნდა.

უახლოეს საათებში კიდევ ერთი ქალი კანდიდატის დამტკიცებას ელიან. ამჯერად ეს ჯანეთ იელენი იქნება, რომელმაც სახაზინო დეპარტამენტი უნდა გადაიბაროს.

წყარო: newposts.ge