ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი ჟურნალისტებს სოციალური ქსელით მიმართავს, პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სრულიად სერიოზულად მოგმართავთ, ჟურნალისტებო! ჩვენს ქვეყანაში დამტვერვის სისწრაფით მრავლდება ზღვარსგადაცილებული, ზნედაცემული საქციელის ჩამდენების რაოდენობა და ამის მიზეზი მხოლოდ ფული არ გახლავთ! მიზეზი რაიმე საშუალებით პოპულარულობის მოხვეჭის მანიაკალური სურვილიცაა ბევრ წარუმატებელ ადამიანში და თქვენ, ჟურნალისტებო, ეგებ ეს მიზეზი მაინც აღარ მისცეთ.
გავიგეთ, რომ ყველა უარყოფითი ეპითეტის მფლობელია ალეკო ელისაშვილი, გავიგეთ რომ ყ***აა, პრ**ც, ტრ**ც და კიდევ ისიც, ბაია პატარაიას შიშით რომ ვერ ვამბობ. გავიგეთ!
აღარ გინდათ ამის ტირაჟირება, ძალიან გთხოვთ, რადგან თქვენ ამით არაფერს ახალს აღარ გვეუბნებით, და ნებით თუ უნებურად ასეთი არარაობებისთვის სტიმული ხდებით, რომ ხვალ შეიძლება ისიც აჩვენონ ტელევიზორში და მერე რა რომ ბევრი აგინებს, ვიღაც მასსავით ტვინმნორღვეული ტაშს უკრავს და საერთოდ, მთელი ქვეყანა მათზე ლაპარაკობს. ამით თქვენ ნებით თუ უნებლეთ, ეხმარებით ხელისუფლებას ასეთი ბინძური დავალებების შემსრულებლების პოვნაში.
ვფიქრობ, არც თქვენთვისაა მომგებიანი, სტუდიაში ისეთი სტუმარი გყავდეთ, ვისი ყურებაც და მოსმენაც უკვე აღარავის აღარ უნდა – სხვა არხზე გადართავენ ან თუ იქაც იგივე დახვდებათ, საერთოდ გამორთავენ ტელევიზორს.
იმდენი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება მთელ ,მსოფლიოში და ჩვენთანაც, თქვენ წარმოდგინეთ, რომ თქვენც მოიგებთ და ჩვენც, თუ ამ იაფფასიან გულისამრევ ტიპებთან “ინტერვიუებით” არ დაეხმარებით ხელისუფლებას გადაფაროს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესები, რაც უშუალოდ საქართველოს ეხება. პატივისცემით თქვენი ერთ–ერთი რესპოდენტი და მაყურებელი“, – წერს სარიშვილი.