კორონავირუსის 1137 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 1137 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1179 პაციენტი. გარდაიცვალა 11 ადამიანი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7179 PCR ტესტით.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 251 071-ს შეადგენს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2998 პირი ემსხვერპლა.