პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე ბრიფინგი ჩაინიშნა

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, განცხადება თბილისის პროკურატურაში 14:00 საათზე გაკეთდება.

ბრიფინგი დავით გარეჯის საქმეს შეეხება. საგამოძიებო უწყება, სავარაუდოდ, საქმეზე არსებულ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა გუშინ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ, რაზეც საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს.

 

“ინტერპრესნიუსი”