“ან გახსნან ყველაფერი, ან წავიდნენ ხელისუფლებიდან” – სოციალურ ქსელში აქციას აანონსებენ

მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“სხვანაირად უბრალოდ არ ესმით ამათ და როდემდე აპირებთ სახლში ჯდომას?

პირველი მარტიდან პირველ აპრილამდეც გადაგიტანენ ყველაფერს!

პროტესტი არაა სირცხვილი, სირცხვილია შიში და შემგუებლობა!

ან გახსნან ყველაფერი და დაბრუნდეს ჩვეული ცხოვრება, ან საერთოდ წავიდნენ ხელისუფლებიდან, საკითხი ასე უნდა დავაყენოთ!

მალე დაანონსდება აქციის თარიღი, დაპლიუსდით ვინც შემოუერთდებით.”