„ოთხივე პუნქტზე ვიმსჯელეთ, ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების საკითხი, თუმცა ასევე, ცნობილია, რომ ოცნება პოლიტპატიმრების არსებობს არ აღიარებს.
დღეს ჩვენ პარლამენტში საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ“,- ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ელისაშვილმა განმარტა, რა გარკვია ამ შეთანხმებიდან: „გაირკვა ის საკითხი, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ამ კომპრომისზე მზაობა პუნქტობრივად დადასტურდა. რამდენიმე საკითხი რჩება დასაზუსტებელი, მაგრამ ეს დეტალებია და მერე შევთანხმდებით. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია“, – განაცხადა ელისაშვილმა.