იტალია კორონავირუსის ვაქცინის მიწოდების შეყოვნების გამო ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. ამ ინფორმაციას Rai News 24-ი ავრცელებს.
-„სიცხადესა და ჩვენი ქვეყნისადმი პატივისცემას მოვითხოვთ მიღწეულ ევროპულ შეთანხმებებთან მიმართებაში. დაუშვებელია, პრეპარატის მიწოდების ცალმხრივად შეყოვნება გაფრთხილების გარეშე“, – განაცხადა რეგიონების საკითხში იტალიელმა მინისტრმამ ფრანჩესკო ბოჩამ.