კვირას, 24 იანვარს, 14:00 საათზე, კანცელარიასთან! – საერთო სახალხო პროტესტი შეზღუდვების წინააღმდეგ

შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსო პაიკიძე, სოციალურ ქსელში აქციის დროს აცხადებს:

“კვირას, 24 იანვარს, 14:00 საათზე, კანცელარიასთან!”

“ალია” დაუკავშირდა, ალექსანდრე პაიკიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ამ აქციაზე არ იქნება წარმოდგენილი, რომელიმე ერთი სფეროს წარმომადგენლები მხოლოდ და ეს საერთო სახალხო პროტესტია. მისი თქმით მას უამრავი ადამიანი უკავშირდება და გამოთქვამს მზადყოფნას, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მიმართოს პროტესტის ამგვარ ფორმას.

ალექსანდრე პაიკიძის თქმით, ეს აქცია იქნება გამაფრთხილებელი ხასიათის და ხელისუფლებას დროს მისცემენ დასაფიქრებლად, თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, მერე უკვე მშვიდობიანი აქციები ყოველდღიურ სახეს მიიღებს.

პარალელურად, უამრავი ადამიანი წერს სოციალურ ქსელში, რომ ქუჩაში გამოვლენ, თუ ხელისუფლებამ მათი ხმა ისევ არ შეისმინა.

მიშა კაჭკაჭიშვილი (“გამარჯვებული საქართველოს” წევრი), ამბობს, რომ 1 თებერვლიდან იგი “კომენდანტის საათს” არ დაემორჩილება და არც ის არის მარტო ამ მოსაზრებაში.

ხელისუფლებას საკუთარი მომხრეებიც ღიად მოუწოდებენ დაფიქრებისკენ და სთხოვენ, გადახედონ გადაწყვეტილებებს!

“ალია” შეგახსენებთ, ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ “კომენდანტის საათის” გრძელდება პირველ მარტამდე, ისევ შეზღუდვად რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, თბილისში, რუსთავში და ქუთაისში, პირველ მარტამდე გახანგრძლივდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა და ა.შ. პარალელურ რეჟიმში კი გვითხრეს, რომ აღდგება ფრენები და ჩამოვლენ ტურისტები ქვეყანაში, სადაც ავტობუსი არ დადის, კაფე და სასტუმრო დაკეტილია…