“მზად ხართ საპროტესტო გამოსვლებისათვის, თუ კიდევ ცხვრის მორჩილებით დაემორჩილებით ამ ფაშიზმს?…”

ანუ უკვე გვემუქრებიან და ნიშნის მოგებით გველაპარაკებიან, აიცრები მწვანე გაქვს, გახსნიან ყველაფერს, გაფრინდები, გამოფრინდები, არ აიცრები და დედა აღარ გეყოლებათო, ვერც გაფრინდებით და ვერც მოფრინდებითო, ვერსად ვერ შეხვალთო, საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც ვერ ეღირსებითო.

მოკლედ საქართველოს ვაი ხელისუფლება 1000% იან ლოქდაუნს გვიცხადებს, ხოდა რაც მოიგოთ არავის არ გაუყოთ, თქვენი ცოდვით მიწაც დაიწვება, ცოტაც გვაცადეთ სულ რამოდენიმე დღე, ახლა მივმართავ საქართველოს, კერძოდ თბილისის მოსახლეობას: მზად ხართ საპროტესტო გამოსვლებისათვის თუ კიდევ ცხვრის მორჩილებით დაემორჩილებით ამ ფაშიზმს? რაც შეეხება რეგიონებს ზუსტად იგივე ნაბიჯები უნდა გადადგან რაც თბილისმა, არა და არც ჩვენ გავუყოთ არავის რასაც ამ უმოქმედობით მოვიმკით…მე მჯერავს, ამჯერად საღი აზრი გაიმარჯვებს, მოთმინების ფიალა აივსო კი არა და გადმოდის ხალხო, როდემდე აპირებთ ამ ყველაფრის მოთმენას? მსოფლიოს ისეთმა ქვეყნებმა ამოიღეს ხმა და თან ძაან ვაჟკაცურად რომ მცხვენია პირდაპირ ამ დამონებული პოზიციის, რას გავს ჩვენი საქციელი ერო? რას ვუპირებთ და რას ვეუბნევით ჩვენს შვილებს? უნდა დავაცრევინოთ კურდღლებივით და გავანადგუროთ საკუთარი ხელით საკუთარი მომავალი? მორჩა, დამთავრდეს ეს შიშობანას თამაში, რა შიში რის შიში ადამიანებო, როცა სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებიან. გაიღვიძეთ!!! სანამ გვიან არაა….

სოციალური ქსელი: ლარისა წითლანაძე