როდის გაიმართება ალეკო ელისაშვილსა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა

როდის შედგება ალეკო ელისაშვილსა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციურ პარტიებთან ყველა სახის კომუნიკაციის დასრულების შემდეგ, პარტია „მოქალაქეებს“ ახლა სასაუბრო მხოლოდ მმართველ გუნდთან დარჩათ. „ქართული ოცნება“ ელისაშვილის პარტიის შეთავაზებას იღებს.

სახელისუფლებო გუნდი მზადაა, შეხვდეს კონსტუქციულად განწყობილ ყველა ოპოზიციურ ძალას და ასევე მზად არის, პასუხისმგებლობისთვისაც იმ საკითხებზე, რაზეც დახურულ თუ ღია შეხვედრებზე უკვე ისაუბრეს. ელისაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო შეხვედრისთვის მზადაა. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე საუბარია.

 

“იმედინიუსი”