თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ტრანსპორტი მუშაობას 1-ელი მარტიდან დაიწყებს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცნობისთვის, ასევე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.
წყარო: itv.ge