“ნოდარ მელაძის შაბათის” 2021 წლის პირველ გამოშვებაში საუბარი იქნება ბიძინა ივანიშვილის სასახლეზე, რომელშიც ოლიგარქი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ აპირებს ცხოვრებას.
“პირველად ნახავთ სასახლეს, რომელშიც პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი იცხოვრებს.
8 სართულიანი შენობა ტყეში ტყვიაგაუმტარი შუშების ოთახით, 5 შესასვლელით და საკუთარი სათბურებით, რომ პროდუქტები გარედან არ შემოიტანონ.
ყუთები და ნივთები ჯერ არ ამოულაგებიათ, ტყვიაგაუმტარ მინებიან ოთახებს კი მფლობელისთვის ამზადებენ” – ამბობს გადაცემის ანონსში ნოდარ მელაძე.