ბახმაროში მორიგი სასტუმრო დაიწვა

ცოტა ხნის წინ ბახმაროში საოჯახო ტიპის სასტუმრო დაიწვა.

როგორც „პრაიმტაიმისთვის” ხდება ცნობილი სასტუმრო მამუკა კეჭაყმაძეს ეკუთვნოდა. სასტუმროში დამსვენებლები იმყოფებოდნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია.

დიდთოვლობის გამო ბურანის გარდა კურორტზე მისვლა ამ დროისთვის სხვა ტრანსპორტისთვის შეუძლებელია. ადგილზე ვერც სახანძრო სამაშველო სამსახური მივიდა.

კონკრეტულად თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, დაუდგენელია.

წყარო: ptn.ge