სოციალური ქსელი “Facebook”-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ სერვისი Downdetector-ი წერს.
ყველაზე მეტად პრობლემა მომხმარებლებს აშშ-ში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში შეექმნათ.
მომხმარებლების 56% თავის გვერდზე ვერ შედის, კიდევ 25%-ს სოციალურ ქსელთან წვდომის პრობლემა აქვს პრობლემები აპლიკაციით სარგებლობისას ექმნება, მომხმარებელთა 18% კი პრობლემებს სიახლეების გვერდის განახლებისას აწყდება.
მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
“იმედინიუსი”