მე იმედი მქვს, რომ ეს ხალხი დაასრულებს უაზრო საუბარს, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ “გირჩის” წევრებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარი საზოგადოებაში გაჩენილი არასწორი მოლოდინების გამო თქვა – “მე მინდა ერთი რამ ვთქვა – შეხვედრას არასდროს პრობლემა არ ედგა წინ, ვახოს მოუწერია ჩემთვის და შევხედრილვართ.
ასე იყო, მარტივად რომ ვთქვათ: მომწერა როდის ჩამოდიხარ, შევხვდეთ. კი ბატონო, თქვენც რომ მომწეროთ და ვინც არ უნდა მომწეროს, რა პრობლემაა ამ შეხვედრის. მაგრამ ტელევიზიებით ფორმატს რომ მიგეგმავ, პომპეზურობას სძენ რომ ტელევიზიით უნდა მოვიდე, შემდეგი რაუნდი შეხვედრის არის გიორგი ვაშაძესთან… მოდი, გულწრფელად ვთქვთ, ძალიან ბევრმა ეს აღიქვა, რომ აი, ვსიო… ვიღაცეები მწერდნენ, გიორგი ე.ი. შედიხარ პარლამენტში … ასეთი აღქმა იყო ახლა, თქვენ კარგად მოგეხსნებათ რას ნიშნავს ასეთი ტიპის საუბრები და შეხვედრები.
ამაზე ვთქვი მე უარი და ვთქვი, რომ მაშინ საერთო ფორმატში განვიხილოთ ყველაფერი. მე იმედი მქვს, რომ ეს ხალხი დაასრულებს უაზრო საუბარს” – განაცხადა მან.
წყარო: itv.ge