პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ბატალიონის მეორე ნაკადს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ.

მათ ჯარისკაცებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

 

“რუსთავი2”