რა შეძლო პუტინმა და რა ვერ შეძლო ტრამპმა

ჩვენმა კონსერვატორებმა ტრამპი ცამდე აიყვანეს – ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, ბექა ვარდოსანიძე … მის დიდ ქება დიდებაში იყვნენ.

ასე იყო სხვა ბევრი ქართველიც, მაგრამ ნამდვილი გმირი ისევ ჩრდილში დარჩა, მაგრამ მე ვიტყვი ხმამაღლა, რომ ეს გმირი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინია, რომელსაც წინ უმძიმესი ბრძოლები ელის. ცუდია ის, რომ წესით მისი მოკავშირე კონსერვატორი და მემარცხენე ქართველები მის კრიტიკაში არიან!
პუტინმა შესძლო – 1. აღლუმების ჩატარება და გამარჯვების დღის ღირსეული აღნიშვნა, 2. რეფერენდუმის წარმატებით ჩატარება, 3. ლუკაშენკოს გადარჩენა, 4. აზერბაიჯანის და სომხეთის დაწყნარება, 5 მოლდავეთში პრორუსული ძალების შენარჩუნება, 6. მთელი რიგი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, 7. ჩუბაისის ჩამოცილება. 8. საკუთარი ვაქცინის შექმნა და ა. შ. რა შესძლო ტრამპმა???

სანდრო ჯამასპიშვილი

რედაქციისგან: ტრამპმა 4 წელიწადში შეძლო ის, რისთვისაც პუტინს 20 წელიწადი დასჭირდა – ამერიკა კარგა გვარიანად არია შიგნიდან.