იტალიის პოლიციამ ლეონარდო და ვინჩის ცნობილი შედევრის “სამყაროს მხსნელის/Salvator Mundi” 500 წლის დაკარგული ასლი იპოვა.
როგორც იუწყებიან, ნახატი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კარადაში დამალული იპოვეს. 36 წლის ბინის პატრონი უკვე დაკავებულია.
ნახატი ადგილობრივ მუზეუმს, რომლის კოლექციის ნაწილიც იყო, უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.
საინტერესოა, რომ მუზეუმის თანამშრომლებმა არც იცოდნენ ნახატის მოპარვის შესახებ. მისი დაკარგვა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც სამთვიანი კარანტინის შემდეგ, მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.
“სამყაროს მხსნელი“ ლეონარდო და ვინჩიმ სავარაუდოდ 1500 წლის მიჯნაზე დახატა. ამ მოსაზრებას მოწინააღმდეგებიც ჰყავს, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ იმაში, რომ ის ნამდვილად და ვინჩის შესრულებულია.
ნახატი და ვინჩის დღემდე შემორჩენილი 20-მდე ნამუშევრიდან ერთ-ერთია და ერთადერთი, რომელიც კერძო კოლექციაშია დაცული. ის 2017 წლის 15 ნოემბერს 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითიც ყველაზე ძვირად გაყიდულ ნახატებს შორის ახალი რეკორდი დაამყარა.
ერთ-ერთ ვერსიით ნახატი საუდის არაბეთის პრინც ბადერ ბინ აბდელ ბინ მუჰამედ ბიბ ფარხან ალ-საუდმა შეიძინა.
“სამყაროს მხსნელის” არაერთი ასლი ჯერ კიდევ მხატვრის სიცოცხლის განმავლობაში გააკეთეს მისმა სტუდენტებმა და ასისტენტებმა.
მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, თუ ვინ არის კონკრეტულად ამ ასლის ავტორი. ხელოვნებათმცოდნეთა წრეში არსებობს თეორია, რომ ის და ვინჩის ერთ-ერთ სტუდენტს ჯილორამო ალიბრანდელს ეკუთვნის.
წყარო: report.ge