თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლზე. ადგილზე სულ 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა ხანძრის დროული ლოკალიზება მოხერხდა. შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ მიიღო ხელის მსუბუქი დამწვრობა.
“რუსთავი2”