ტრაგედია იტალიაში – ქართველი კაცი სოლარიუმში ჩამომხრჩვალი იპოვეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის ზურაბ ნადარეიშვილი რამდენიმე დღის წინ სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. პოლიციამ კი დაკარგული ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში ჩამომხრჩვალი იპოვა.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო სოლარიუმები არ ფუნქციონირებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე იპოვეს გარდაცვლილის პირადი ნივთებიც. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

“რეზონანსი”