ზურაბ ჯაფარიძე: გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე 200 ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შესახებ საუბრობს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, გამრელიძე, იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე 200-ლარიან დახმარებაზე „უნდა დასვა“.

„უნდა დასვა 200-ლარიან დახმარებაზე, აი, ესენი გამყრელიძე, ცერცვაძე და რა გვარია, იმნაძე ხო, მე მგონი. აი, ეგ სამი უნდა დასვა 200-ლარიან დახმარებაზე და ვნახავთ როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ. უნდა უთხრა, რომ იჯექი სახლში, არ გამოხვიდე, ნახე და მომეცი რეკომენდაციები. ისინი თვითონ კი არ ადგანან პაციენტებს თავზე, რეკომენდაციებს იძლევიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.