თეატრისა და კინოს მსახიობის ნანა შონია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მის მიმართ გამოთქმული კრიტიკისა და ლაფის დასხმის შედეგია:
“ალბათ, მოჰბეზრდა ამდენი ლაფის დასხმა და წავიდა. რა ვიცი… თავის დროზე ვიყავი აქტიური, ვცდილობდი, ჩემი აზრი გამომეთქვა. ვთვლიდი, რომ უნდა ვყოფილიყავი არა ბარიკადებს აქეთ, არამედ – იქით. მერე პოლიტიკაში მოსვლის შემოთავაზება დაიწყო, მაგრამ უარი ვთქვი. რა უნდა გავაკეთო პოლიტიკაში? მე ურთიერთობაში მიყვარს გულწრფელობა, პირდაპირობა, სიმართლე და სისუფთავე, პოლიტიკაში კი ეს არ არის, ამიტომ იქ არაფერი მესაქმება. – იმედი მაქვს, ღმერთი არ გაგვწირავს და გადავრჩებით. ცხოვრებაში მთავარია, შენი საქმე კეთილსინდისიერად აკეთო. პატრიარქმა თქვა შესანიშნავად – სხვებისთვის იცხოვრეთო. რაც შეგიძლია, ის უნდა გააკეთო სხვებისთვის და შენი ქვეყნისთვის, რომ ქვეყანამ დიდხანს იარსებოს. ახლა ჩვენი სამშობლოს ბედი და მომავალი უფრო მადარდებს, ვიდრე ის, რომ სპექტაკლებს ვერ ვთამაშობთ”-ამბობს ნანა შონია “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ბრველ ინტერვიუში, სადაც ის მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ თუ პროფესიულ მომენტებსა და გადაწყვეტილებებზე საუბრობს.