ყველაფერი დაკეტეს, ჩვენ გამოგვკეტეს, დაგვტოვეს შემოსავლების გარეშე, გაზარდეს ფასები პროდუქტებზე და კომუნალურებზე, გვკლავენ შიმშილით, ნერვიულობით, დაგვმართეს ფსიქოზი, დაგვიბრმავეს და დაგვიგიჟეს ბავშვები და მოზარდები.
სულს გვაძრობენ პირბადეებში, ფეხი თუ გადაგიბრუნდა და სახლის წინ პატრული წამოგადგა და დაგინახა, როგორ მიხოხავ სახლამდე 9 საათსა და 1 წუთზე ჯარიმას გახუტებენ 2000 ლარს, კოვიდ პაციენტების 90%-ს აწამებენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, წამლების ფასების და სამედიცინო მომსახურების ფასების გადამკიდე უმეტესობა საერთოდ უწამლო და უექიმო სიკვდილს ირჩევს!..
ამავე დროს, იგივე ადამიანები, წლებია გვიცხადებენ ბევრნი ხართ, სამყარო დაიქცევა, თუ არ დაგხოცეთო და მაინც – ვაქცინაციით უნდა გადაგვარჩინონ თურმე… რომელიც…
რომელიც, თურმე ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ უნდა აიცრას ყველა ექიმი, ყველა ძალოვანი, ყველა პედაგოგი და ა.შ.
?! ?! ?!..”
მაია დვალიძე