მთავარი არხი სკანდალურ აუდიო-ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ე.წ.„მთაწმინდის საძმოს“ წევრი პოლიციელებს ჯოჯოხეთში გასეირნებით ემუქრება.
დავით მიქაძე კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირია. ვიდეო, რომელიც გასაიდუმლოებული იყო, 2019 წლის 3 მარტით თარიღდება, მაშინ, როცა მიქაძეს დავით გულიაშვილის ცემის გამო აკავებენ. სამართალდამცავებს არც ემორჩილება და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებს. მიქაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლიციელები ხელს ვერ უშლიან.
“მთავარის” ინფორმაციით, ინციდენტი 2019 წლის 23 თებერვალს ქაშუეთთან მოხდა. მოქალაქე დავით გულიაშვილს სწორედ სამართალდამცველების თვალწინ სასტიკად გაუსწორდა დავით მიქაძე. დაზარალებული მაშინ პოლიციელების უმოქმედობასა და ლობირებაზე ღიად საუბრობდა:
პოლიციელების ჯოჯოხეთში გასეირნებამდე, ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის დავით მიქაძეს ციხეში მხოლოდ 3-თვით შესეირნება მოუწია. ერთი თვის თავზე კი, რატომღაც, თავად დაზარალებული დავით გულიაშვილიც ციხეში მოხვდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარების ბრალდებით. გავლენიანი მეგობრების – სახელად “ფარცხალაძის კლანის” მფარველობამ მიქაძეს თავისუფლება აჩუქა, მისგან ნაცემ გულიაშვილს კი, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა:
სამაგიეროდ, გარეთ არის საქმის ხმაურიანი ფიგურანტი დავით მიქაძე, რომელიც დედაქალაქის კაფეში ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან ერთადაა.
რისთვის სჭირდება ხელისუფელებას კრიმინალურ წრეებთან დაახლოვებული ავტორიტეტები? საფასურს, რასაც დათმობების სანაცვლოდ იღებენ, საარჩევნოდ ხმების ქუჩიდან მობილიზება ჰქვია.
ამ ხელისუფლების პირობებში რომ ე.წ. საძმოები ყველაზე გავლენიანი ბერკეტია წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ხმების მობილიზებისთვის, ეს ცნობილი ფაქტია. 2020-ის არჩევნები კი აგიტატორი “კაიბიჭების პოლიტიკა”. ხელისუფელბისგან გათამამებულები კი, არც კამერებს და არც სამართალდამცველებს ემალებიან.
ამ ქვეყანაში, პოლიტიკისა და არჩევნების გარდა, კრიმინალები ბიზნესსაც ალაგებენ. ხელისუფლებასთან დაახლოებული დაჯგუფებები, ძველი 90-იანების სქემით მუშაობენ – იკრიბება ე.წ. სხოდკა და წარმატებული კომპანია წილს უსასყიდლოდ თმობს. “მთავარ არხს” სანდო წყარო უყვება, რომ თბილისში ამ ცნობილი სქემით შპს “დომსონსი” მთაწმინდელმა ძმებმა მიქაძეებმა და ავლაბრელმა ძმებმა ფეიქრიშვილებმა ,,ქართულ ჯიგრულ პონტში“ წაიღეს.
ერთადერთი, ვინც კომპანია ,,დომსონსში“ დაფუძნების დღიდან დღემდე რჩება- ლევან ვადაქარიაა, რომელიც კახი კალაძესთან დაახლოებული პირია და, ცხადია, მას წილების „ჯენლტმენური გადანაწილება“ არ შეხებია.
თუ გადავხედავთ ,,დომსონსის“ მიერ განხორციელებულ პროექტებს – აშკარაა, რომ მასშტაბურ გეგმებს ხელისუფლება სწორედ ამ კონკრეტულ კომპანიას უკავშირებს. მამა-შვილი საბანაძეები კი, რომლებიც ახლა ,,დომსონსის“ ოფიციალური მფლობელები არიან, ,,ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების სიაშიც შედიან. ,,ორი ხელის“ პრინციპს, თან სამთავრობო ლობის ქვეშ, ამ ქვეყანაში პოლიტიკასაც, რომ ალაგებს, ბიზნესსაც და კრიმინალსაც, სასულიერო პირებიც კი აღიარებენ:
საქართველოში, სადაც ,,ჯენტლმენური შეთანხმებით“ ხსნიან ბიზნესის დატერორებას, წილების ახევასა და ბიზნესმენების კომპანიებიდან გაქრობას, არავის უნდა უკვირდეს, რომ კრიმინალური დაჯგუფებები ხელისუფლებას დღის წესრიგს უდგენდეს. თუმცა, როგორც ის წასული კაცი იტყოდა:
წყარო: “მთავარი”