დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ან პოლიტიკა რად გინდა, ან ძალაუფლება, თუ იმ დონის, გამოქვაბულის ადამიანი გყავს ახალგაზრდა აქტივისტად, როგორიც ბათუმში ვნახეთ?!
ან დედამ, ან მამამ, ან სკოლამ (თუ სწავლობდა) არ ასწავლა ადამიანების საზოგადოებაში ქცევის მინიმალური წესები მაინც?
რა ხდება ბათუმში? უკვე მერამდენეა ასეთი ასოციალური ქცევა ახალგაზრდების მხრიდან? ბათუმის სილამაზის და ნამდვილი ბათუმელების მაღალი კულტურის ფონზე ეს ყველაფერი, უბრალოდ, სახიფათოა!
უფროს-უმცროსობაზე და ზურგიდან მიპარვაზე აღარაფერს ვამბობ, გამოქვაბულის ადამიანს არ მოეკითხება და იმიტომ. ისე, სისხლის სამართლის კოდექსში რომ ხულიგნობის მუხლია, რას გულისხმობს, ნეტავ?
P.S. აღარ გამიკვირდება, ზოგიერთმა “პოლიტიკოსმა” შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობაც რომ “გამოხატვის თავისუფლებით” “გაამართლოს”!!! ხო, იმ დროსაც გაბრაზებულია ადამიანი, ზოგჯერ-უსაზღვროდ და საფუძვლიანად!”