ჩემი ამოცანაა ქვეყანა გაიხსნას და ხალხს მიეცეს მუშაობის სრულყოფილი საშუალება – ზურაბ ჯაფარიძე

“ჩემი ნომერ პირველი ამოცანაა, ქვეყანა გაიხსნას და ხალხს მიეცეს მუშაობის სრულყოფილი საშუალება” – ამის შესაებ პარტია “გირჩი მეტი თავისუფლება”-ს ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მისთვის ყველანაირი მშვიდობიანი აქცია მისაღებია.

“არ ვიცი, ჯამში ოპოზიცია რისთვის ემზადება. მე შემიძლია გითხრათ, რისთვის ვემზადები მე პირადად. ჩემი ნომერ პირველი ამოცანაა, ქვეყანა გაიხსნას. იქნება აქციები, რომელშიც მივიღებ მონაწილეობას და ასევე იქნება ისეთი აქციებიც, რომელშიც არ მივიღებ მონაწილეობას. ძალადობის გარეშე ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია ჩემთვის მისაღებია” – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ორი დღეა მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნის უპირობო მოთხოვნით აქციებს მართავს.

წყარო: itv.ge