ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.
ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ინდოეთის არმიის მტკიცებით, ინციდენტი, რომელიც სიკიმის შტატში, ნაკულას ტერიტორიაზე მოხდა „უმნიშვნელო“ იყო და ამ დროისთვის ამოწურულია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავებულები ორივე მხარეს ჰყავს.
ცნობისათვის, მსოფლიოში ყველაზე გრძელი სადავო საზღვრის გასწვრივ დაძაბულობა არ ცხრება. ტერიტორიაზე პრეტენზიას ორივე მხარე აცხადებს. გასული წლის ივნისში ლადახის მხარეში მომხდარი შეტაკების დროს 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა.
წყარო: itv.ge