ჟურნალისტი, პროფესორი ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძვირფასო ჩემიანებო.
იმ ბრძენმა კაცმა სეფე სიტყვა დატოვა, არ დაჭამოთ ერთმანეთი, თორემ ოპოზიციაში გადახვალთ და ახალი გუნდიც მზად არისო…
ახლა რომ ფიქრობთ, რომელი გახდეთ ლიდერი, გეტყვით:
ვინც პირველი ხმამაღლა გაიმეორებს დღევანდელი დაავადებათა ცენტრის მონაცემებს, რომ ლეტალობა 1,2%-ია, ხოლო გამოჯანმრთელება 95% (ინფო იმედზე გავიდა)
ანუ, როგორც ჩვეულებრივი სეზონური გრიპი!
ჰა ბურთი და ჰა მოედანი!
დაგმეთ ლოქდაუნი და ღია სივრცეში პირბადე!
1,2% -ლეტალობა
95%-გამოჯანმრთელება!
-დღევანდელი სტატისტიკა!
ასეთი ფანტასტიური შედეგი სეზონურ გრიპსაც არ აქვს!
ახლა სხვა სტატისტიკა:
საქართველოს მოსახლეობის 95%-ბანკის ვალი, ქონების და ბიზნესის სრულად დაკარგვა, რასაც მაღალი ლეტალობა მოყვება.
1,2%-ვინც მაღალ გამომუშავებაზეა გამდიდრდება!
ეს ოფიციალური სტატისტიკაა!”