“მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:
“წესების დარღვევა ბრძოლაში მოსულა. მაღალი კულტურა და ღრმა წესიერება უნდა გადავდოთ გვერდზე, აქედან ერთი ნაბიჯია შემგუებლობამდე მოძალადესთან.
როცა ებრძვი მოძალადეს – სიქველე, ჰუმანიზმი ბრძოლის დროს, შესაძლოა, მოგიწიოს რომ გვერდზე გადადო, ცოტა ხნით, ვიდრე მოძალადეს დაამარცხებ. მე ხომ იგივეთი არ ვუპასუხებ? – ეს წაგების მთავარი ფორმულაა. ზოგჯერ უარესად უნდა უპასუხო, რომ ამოშანთო და სამშობლო გადაარჩინო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შემგუებლობაა იმასთან რომ გაუპატიურებენ. მხოლოდ იმ რეჟიმების ცვლილება იყო წარმატებული, სადაც ოპოზიციამ გაბედა ხელის შებრუნება – უკრაინაში, ყირგიზეთში, სადაც ვერ გაბედა ხელის შებრუნება, არავითარი შედეგი არ დამდგარა და არც დადგება.
ჩვენ არ ვიცით მტერთან ბრძოლა, ჩვენ არ გვგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მტერი, რომელსაც ყველა მეთოდით უნდა ებრძოლო და არის, ჩემი და თქვენი კი არა, სამშობლოს მტერია და ნაგავი პირში უნდა ჩააყარო, თავზე კი არ უნდა დააყარო.
თუ გინდათ ბიძინა ივანიშვილის ჩატკეპნა ბოლომდე მოიხსენით თეთრი ხელთათმანები, უკვე გულის ამრევია ამის ყურება, ომში პირბადეებით და ხელთათმანებით არ მიდიან, ომი, ომია.
მე დამირღვევია რამდენჯერმე ჟურნალისტური ეთიკა, ბევრად უარესი მიქნია ვიდრე თავზე ნაგვის დაყრაა. ბიძინა ივანიშვილს ჩემი ტექსტების მოსმენა, მაგალითად, დედამო@@ნული სვავის, ალბათ, ნაგვის დაყრა ერჩივნა. მე მიზანი მქონდა, იმ ტალახში უნდა ჩამეგდო, სადაც ჩვენ გვაცხოვრებს და მე ეს გამომივიდა,
პირველი და ერთადერთი ვარ ვინც ეს გააკეთა. ასე ხდება, ომი არის ეს. ომი არ არის წესიერი ქცევა, დაგარტყა? ორჯერ უნდა დაარტყა. ივანიშვილმა გხია? ორჯერ ხიე. ნაგვის ყუთების ამბავმა, სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა წამოჭრა – რაზეა მზად ოპოზიცია და არის თუ არა საერთოდ მზად?”