ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მეხუთე რაუნდის მოლოდინი აღარ არსებობს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი ოპოზიციას სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს.
„2 თვეა ველოდებით, როდის შეგვიწყვეტენ სადეპუტატო უფლებამოსილებას და ამის შემდეგ ქვეყანაში ოფიციალურად გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი. მთელი პოლიტიკური პროცესები და პოლიტიკური დატვირთა გადაინაცვლებს პარლამენტს გარეთ, ოპოზიცია ამისთვის ემზადება.
ოპოზიციურ პარტიებს გვექნება კონსულტაციები იმ მიმართულებით, როგორ და რა გეგმით ვაპირებთ ბრძოლას, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ იმას, რომ ახალი არჩევნები სწრაფად დაინიშნოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტი საკითხის განხილვას საკომიტეტო მოსმენაზე 27 იანვარს დაიწყებს.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით გასული წლის დეკემბერში მიმართა.
“იმედინიუსი”