ცოტა შეთქმულების თეორიები, მეც მეპატიება))
მხოლოდ ფაქტები- როგორც ცნობილია, კორონა ვირუსის გავრცელება დაიწყო ჩინეთში, თუმცა 2 კვირის მერე, “ჩინურმა დრაკონმა”, ამ ვირუსის გავრცელება შეაჩერა. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში, ამ ვირუსით 4000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
გავიდა ერთი წელი და ვირუსის გავრცელების მაშტაბები ჩინეთში არ შეცვლილა.
შედარებისთვის- ჩვენთან ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უახლოვდება 3000, ამერიკაში კი 400 000.
არადა ჩინეთის მოსახლეობა მილიარდ ოთხასი მილიონია, ანუ მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, გავრცელების მაშტაბი, გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, გავრცელების მაშტაბი ჩინეთში სტაბილურად დაბალია.
და მივადექით ყველაზე საინტერესოს- მიუხედავად ამ ფაქტებისა, ყველა ე.წ. მეინსტრიმ მედია, როგორც ჩვენი, ისე გლობალური, ყურადღების მიღმა ტოვებს ამ “ჩინურ საოცრებას”.
რას იგონებ ახალ ველოსიპედებს?!
თავს იმტვრევ, როგორ შევაჩერო გავრცელება, როცა გაქვს ფაქტოიურად უტყუარი მაგალითი- ჩინეთი და ამ ვირუსთან, ჩინური ბროლის ხერხები და მეთოდები?!
რას მარგებს 24/7 -ზე იმაზე ლაპარაკი, რამდენი ადამიანი დაინფიცირდა გერმანია, ინგლისსა თუ აშშ-ში, იმაზე მელაპარაკე, როგორ არ ინფიცირდება ხალხი ჩინეთში.
წესით, მთელი მსოფლიოს
ტვ კამერები,
მეცნიერთა ჯგუფები,
მედიკოსები, იქ უნდა იყვნენ და ადგილზე უნდა ხდებოდეს იმ გამოცდილების გაზიარება, რომელმაც რეალური, პოზიტიური შედეგი დადო.
რატომ არ აკეთებს ამას დასავლეთი?!
რატომ არ ვაკეთებთ ამას ჩვენ?!
იმ ფაქტების და მონაცემების გათვალისწინებით, რაც ფაქტიურად ზედაპირზე დევს, ვფიქრობ ლოგიკური კითხვაა.
პ.ს. ფეხებზე მკიდია კაცო ბილა გეთსები და მასონ მამაძაღლები, ფაქტებზე ვსაუბრობ.
რევაზ კილასონია