ოპოზიციას არ გააჩნია გეგმა, სააკაშვილი საკუთარ თანაპარტიელებს წირავს – იაგო ხვიჩია

ოპოზიციას არ გააჩნია გეგმა, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თანაპარტიელებს წირავს ქუჩაში დგომისთვის – ამბობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „დღის კურიერის“ ეთერში.

„თან რევოლუციას მოუწოდებს, თან 60 ადამიანს აკარგვინებს იმუნიტეტს.

ის, რაც ბათუმში მოხდა ეს იყო საერთოდ გაბერვა და საღი აზრისგან გასვლა. ერთი ემოციური აქტივისტი წააქეზეს და გააკეთებინეს უღირსი საქციელი, რაც არ უნდა ამართლონ ახლა. ქართულ ოცნებას უფრო მეტი ნაგვის ურნა აქვს, უფრო მეტი დაქირავებული ადამიანი ჰყავს, ეს თუ მოსულა თავზე დაამხობს ურნებს ოპოზიციას. ეს ადამიანი გაწირეს და მადლობაა სათქმელი ბატონი ჩავლეიშვილის გულმოწყალებაზე, რომელმაც თქვა, რომ არ ვუჩივლებო, ამიტომაა დაკავებული გამოსაშვები [ციხიდან]“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.