უკრაინაში 3 კვირიანი ლოქდაუნის შემდეგ სკოლები, რესტორნები და სპორტული დარბაზები იხსნება.
ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში ცნობილი ვირუსის ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო, რისთვისაც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.
“სიტუაციის გაუმჯობესება მხოლოდ თქვენი, უკრაინელების დამსახურებით მოხდა და გვჯერა, რომ ლოქდაუნმა საგრძნობლად გააუმჯობესა სიტუაცია და ეს მდგომარეობა მომავალშიც შენარჩუნდება” – განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.
წყარო: report.ge