თბილისში, დიღმის მასივში სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომელი დაჭრეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გუშინ მოხდა. „ნიკორას“ თანამშრომელი ცივი იარაღით მომხმარებელმა დაჭრა.
“ალია”