ამ ხუმრობანარევ სათაურში მთავარი მაინც სიმართლეა და არა ხუმრობა – ჯო ბაიდენმა თავისი მოღვაწეობა აშშ პრეზიდენტის თანამდებობაზე ე. წ. ტრანსგენდერების – ჰორმონშეცვლილი და სქესგადაკეთებული ინდივიდების დაწინაურებით დაიწყო. ჯერ იყო და, სქესშეცვლილი და ქალურად, რეიჩელად წოდებული ინდივიდი, გვარად ლევინი თუ ლევაინი, დანიშნა ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწედ, ახლა კი თავისი წინამორბედის, დ. ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა და ამერიკულ ჯარში ლევინის მსგავსი ტრანსგენდერები დააბრუნა.
თუკი ტრანსგენდერი ლევინ/ლევაინი ამერიკაში წარმატებულ სამედიცინო ფუნქციონერად მიიჩნევა (2015 წელს იგი პენსილვანიის გუბერნატორმა შტატის ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ სტრუქტურებს ხელმძღვანელობს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი, დანარჩენი ტრანსგენდერები ამერიკულ ჯარს გააძლიერებენ. ასე მიაჩნია მარაზმში ჩავარდნილ (?) მხცოვან პრეზიდენტ ბაიდენს, რომელმაც თავის დეკრეტში აღნიშნა, რომ “სქესობრივი იდენტურობა” არ უნდა იყოს ჯარში სამსახურზე უარის მიღების საფუძველი, ვინაიდან “იუ-ეს-ეის სიძლიერე მრავალფეროვნებაშია”.
შეგახსენებთ, რომ სექსუალური ანარქია ამერიკულ არმიაში ჯერ კიდევ ბარაკ ობამამ დააკანონა (თუმცა დაკანონება შეეხო ჯარში უკვე მომსახურე ტრანსგენდერებს, რომლებიც ამ ფაქტს მალავდნენ), ტრამპმა კი ეს ვითარება შეცვალა, როდესაც ტრანსგენდერების მიღება შეიარაღებულ ძალებში შეაჩერა (მან თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ არმია “ვერ გაწევს უზომოდ გაზრდილ სამედიცინო ხარჯებს”, რომლებიც წარმოიშობა სქესის შეცვლის შედეგად). კლინტონის დროიდან ფავორიზებულ “უბრალო” ჰომოსექსუალებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, მათ ტრამპიც ვერ სცემდა ხმას “უბატონოდ”.
სამაგიეროდ, ჯო ბაიდენი ბოლომდე პირდაპირია, მან ტრამპს კი არა, თვით ობამასაც აჯობა: “ყველაფერი უბრალოდაა: ამერიკა უფრო უსაფრთხოა, თუკი ყოველი, ვინც კვალიფიციურია, რომ ჯარში იმსახუროს, ამის გაკეთებას ღიად და სიამაყით შეძლებს” – გამოაცხადა მან ტრამპისთვის დახურულ და თავისთვის ღია “ტვიტერში”. ბაიდენს მიაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის სწორია.
ბაიდენის გადაწყვეტილებას მიესალმნენ სხვადასხვა “ადამიანის უფლებების დამცველი” ორგანიზაციები. ტრანსგენდერთა “დისკრიმინაციის” აღმოფხვრა ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გააჟღერა და ეს პირობა რეკორდული სისწრაფით, პირნათლად შეასრულა. ახლა რაღა უჭირს ამერიკას, ქუჩაში იარაღით მოსეირნე ხალხს, გაბოროტებულ შავკანიანებს, უზომოდ გაზრდილ კრიმინალიტეტს, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს, გაურკვეველ მომავალს…
პენტაგონის ინფორმაციით, ამერიკულ ჯარში დაახლოებით 9 ათასი ჯარისკაცია, რომელიც თავს “ტრანსგენდერად” მიიჩნევს. დაახლოებით 1 ათასი მათგანი ნაოპერაციებია ან ამას აპირებენ.
ქართველი ატლანტისტ-ამერიკათუმეების ჰეტეროსექსუალური ნაწილის (არ ვიცი, ეს ნაწილი უმცირესობას თუ უმრავლესობას წარმოადგენს ამერიკათუმეების კლასტერში) სანუგეშოდ ვიტყვი, რომ აშშ შეიარაღებული ძალები 1,3 მლნ. ჯარისკაცსა და ოფიცერს ითვლის და 9 ათასი ტრანსგენდერი ამ ფონზე მიზერული მაჩვენებელია. მაგრამ, საინტერესოა მთავრობისა და პარლამენტის წევრების აზრი, გახარიას აზრი, ასევე ისიც საინტერესოა, ქალის და კაცის კავშირის საფუძველზე ქორწილების კონსტიტუციაში ჩაწერის მომხრე ლომგული ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი “ბოქსიორი” და დღეს უკვე სოლიდური ოპოზიციური პოლიტიკური მოღვაწე ნიკანორ მელია და ჩვენი ისტებლიშმენტის სხვა წევრები – რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე? მიესალმებიან ისინი ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიგნებებს? ისინი ხომ ყველა ნოვაციას, რაც კი დასავლეთიდან მოდის, აღტაცებით ხვდებიან და ამიტომაც, ველოდებით, რომ ახლაც გამოხატონ აღტაცება.
კიდევ ერთი იდეა – პანდემიისგან გატანჯულ ქართველ ტრანსგენდერებს შევთავაზოთ ჯარში სამსახური, ვისაც ხელფასები დოლარებში სურს – ავღანეთში გავაგზავნოთ, ამერიკული სამშვიდობო კონტინგენტის დასაცავად; რატომაც არა?!
ჯონი ელტონაშვილი