ხალხის პროტესტმა კომუნისტებსაც კი გადააწევინა კომენდანტის საათი, „ოცნება“ იმათზე უარესი აღმოჩნდა – დავით ჭიჭინაძე

„ხალხის პროტესტმა კომუნისტებსაც კი გადააწევინა 9 აპრილის შემდეგ დაწესებული „კომენდანტის საათი“! „ოცნების“ ხელისუფლება კი, იმათზე უარესი აღმოჩნდა“, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძე ამბობს, ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, დიქტატურის მეტი არაფერია.

„მაშინ, როდესაც ურთულესი კრიზისი წინაშე ბედის ანაბარა დარჩენილ „ჩვეულებრივ ადამიანებს“, სუნთქვის გადასახადიც კი დაუწესეს და ჯარიმებს ახდევინებენ, ე.წ. პრივილეგირებული ფენა უპრობლემოდ განაგრძობს ცხოვრებას და გამდიდრებას. მოკლედ, დღეს „ოცნებას“ ქვეყნის მართვის არც ფინანსური, არც მორალური რესურსი არ გააჩნია. ამას კი, მხოლოდ ახალი არჩევნებით და ერთიანობით შევცვლით“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობამ ზოგიერთი დაწესებული შეზღუდვა მოხსნა, თუმცა კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება, ასევე დედაქალაქში არ აღდგენილა ტრანსპორტის მუშაობა.