,,გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული უკლებლივ ყველა შეზღუდვის მოხსნას ითხოვს.
მისი თქმით, ჩაკეტილი ქვეყანა სრულად უნდა გაიხსნას და საზოგადოებამ საკუთარ ქცევაზე პასუხი თავად უნდა აგოს.
,,მარტივია: მე ვარ თეატრი, გინდა მოსვლა, მოდიხარ, შენი პასუხისმგებლობაა, თუ არა და ეგდე სახლში.
მე ვარ რესტორანი, თუ გინდა, მოდიხარ ჭამ, მე გემსახურები, თუ არ გინდა, ეგდე სახლში.
მე ვარ ჯიმი, ვვარჯიშობთ აქ ხალხი, თუ გინდა, მოდიხარ, ვარჯიშობ, თუ არადა კისერი გიტეხია.
თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გეშინია, ნუ ახვალ, მე მჭირდება.
მარტივი რამეა, ყველა იღებს პასუხისმგებლობას თავის ქცევაზე და
მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ რაღაც განსაკუთრებულს არ ითხოვთ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე TV პირველის ეთერში.