ოცი წელია მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას – შალვა ნათელაშვილი

ოცი წელია მანდატის გარეშე ვუგრეხ კისრებს ყველა რჯულის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის გარეშე გავისტუმრებ უმანდატო ქვეყანაში – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ქუჩაში უკვე ვართ. ბიძინა ივანიშვილი ისე ახლოს არის ჩვენთან, როგორც არასდროს. ამიტომ თუ ის არ წავიდა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რევოლუცია, ანუ ხელისუფლების შეცვლა არასაარჩევნო გზით, გარდაუვალი იქნება. ეს არ იქნება ოპოზიციის ბრალი, ტელევიზიის მუშაობის შედეგი ან ზეციური განგების ასახვა” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წყარო: itv.ge