რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი დასავლეთს ადანაშაულებს ალექსეი ნავალნის მეშვეობით რუსეთის დესტაბილიზების მცდელობაში.
„დასავლეთს უნდა გამოიყენოს ეს ფიგურა რუსეთში სოციალური მღელვარების, გაფიცვების, ვითარების დესტაბილიზებისა და ახალი მაიდნების მოსაწყობად“, -განაცხადა რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტისთან“ ინტერვიუში პატრუშევმა.
რუს მაღალჩინოსანს მხედველობაში ჰქონდა 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში უკრიანაში დაწყებულ პროევროპულ საპროტეტეტო გამოსვლები, რომელსაც პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან ჩამოცილება მოჰყვა.
საპატიმროში მყოფ 44 წლის ალექსეი ნავალნის პატრუშევი მიიჩნევს კანონის წინაშე დამნაშავედ, რომელიც პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
„ამ ფიგურამ არაერთხელ და უხეშად დაარღვია რუსეთის კანონმდებლობა, როდესაც ჩართული იყო დიდი ოდენობით თანხებთან დაკავშირებულ მაქინაციებში. ამიტომ როგორც რუსეთის მოქალაქემ, მან კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი თავისი უკანონო საქმიანობის გამო“, – აცხადებს პატრუშევი.