საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს – ფაიგ გულიევს შეხვდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გაცნობითი სახის შეხვედრაზე, მინისტრმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე.
“მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე” – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ptn.ge