სტალინის ქვეყანაში, ღმერთის რჩეულს აგინებენ და წერა-კითხვის უცოდინარ რეიგანისა და ბუშის ძეგლებს კი რუდუნებით უვლიან…

2021 – ი წლის დილით, ახალშობილთა მშობლებს – ხელისუფლება, 25 ლარიანი ვაუჩერით გახარებას დაპირდა, – სტალინის მიერ, 1951 – ი წლის დადგენილების მიღებიდან, 70 – ი წლის თავზე.

დედა, ამ ,,დიდი საჩუქარით“, ხუმრობა ხომ არ არის, 4 ლიტრ რძეს უყიდის – დამშეულ პატარას. არადა, – სტალინის ქვეყანაში, ღმერთის რჩეულს აგინებენ, და წერა – კითხვის უცოდინარ, – მსოფლიოში, ომების გამჩაღებელ – რეიგანისა და ბუშის ძეგლებს კი, ქართველები – რუდუნებით უვლიან…. მართალია, ბოროტ სულებს – სტალინურ ეპოქაში, ვერანაირ სიკეთეს ვერ დაანახებ, მაგრამ მათ, მშვენივრად იციან რომ, – სიმართლე, – მათი წყვდიადში მყოფი გონების – მიზანმიმართული სიკვდილია….
პოლიტბიუროს სხდომის მიმდინარეობისას, 1951 – ი წლის ოქტომბერში, სტალინს, ასეთი რამ უთქვია: ,,თანდათან უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ჩვენს ხალხს, – პური უფასოდ უნდა მივაწოდოთო“. ლაზარე კაგანოვიჩს უკითხია: ,,როგორ, ადამიანები ხომ დახოცავენ ერთმანეთს პურის აღებისასო?. სტალინს – კაგანოვიჩი, ფანჯრასთან მიუყვანია, და უკითხია – ,,აი იქ, შავი საგანი რა მოჩანს, ქუჩაშიო“?, ,,სასმელი წყლის შადრევანია – თუჯისგან ჩამოსხმულიო“. ,,ასეთი შადრევნები წითელ მოედანზე, ერთია თუ რამდენიმეო“? – კვლავ უკითხია სტალინს. ,,თხუთმეტამდე იქნებაო“. ,,როგორც ვხედავ, შადრევანთან – არავინააო“. ,,არაო“ – დაუდასტურებია კაგანოვიჩსაც. შემდეგ სტალინს, ყველასთვის მიუმართია: ,,როდესაც პური იმდენი გვექნება, რომ მისი აღებისას, რიგი არ დადგება, პურის რიგებიც ისევე დაცარიელდება, როგორც შადრევნის გარშემოა, ხალხისაგან ცარიელი ადგილებიო“…. შემდეგ, – არსენ ზვერევს უკითხია: ,,როდის შეიძლება იყოს, პური საბჭოეთში უფასოო“?,…. ,,თუ კაპიტალისტურმა ქვეყნებმა გვაცალეს, ისევ თავს არ დაგვესხნენ, და მშვიდობა გვექნა, პურს უფასოდ, 1955 – ი წლისთვის, მივაწვდით მოსახლეობასო“…. ხოლო, 3 შვილიანი, ანუ – მრავალშვილიანი დედებისთვის დახმარება, ასე დადგენილა – ყოველთვიურად, სანამ ბავშვი, 6 – ი წლის ასაკს არ მიაღწევდა,
3 – მე ბავშვის დაბადებისას, მიეცემოდა ოჯახს, 500 – ი მანეთი.
4 – ე ბავშვის დაბადებისას – 1.400 მანეთი.
5 – ე ბავშვის დაბადებისას – 1.800 მანეთი.
6 – ე ბავშვის დაბადებისას – 2.140 მანეთი.
7 – ე ბავშვის დაბადებისას – 2700 მანეთი.
8 – ე ბავშვის დაბადებისას 2.900 – ი მანეთი.
9 – ე ბავშვის დაბადებისას 3750 – ი მანეთი.
10 – ე ბავშვის დაბადებისას კი, 5300 – ი მანეთი.

ამავდროულად, მრავალშვილიანობის სახელმწიფო დახმარების განსაზღვრისას, ასევე, სტალინს არ დავიწყნია, – სამამულო ომიში დაღუპული, ან უკვალოდ დაკარგულთა შვილებიც. მიღებულ იქნა ასევე, – შემდეგი დადგენილება: დაწესდეს სახელმწიფო დახმარება – მარტოხელა დედებისთვის, რომლებიც დაქორწინებულნი არ არიან, სანამ ბავშვი 12 – ი წლის ასაკს არ მიაღწევდა. 200 – ი მანეთი თვეში – თითო ბავშვზე. 300 – ი მანეთი ორსა და მეტ ბავშვზე. მარტოხელა დედებს, რომლებსაც 3 – ი და მეტი შვილი ჰყავთ, ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარება მიეცემათ – დამატებით მრავალშვილიანობის დახმარებიდან, რომელსაც ამ ბრძანებულების, მეორე მუხლის შესაბამისად იღებენ. თუ მარტოხელა დედა მოისურვებს, მის მიერ დაბადებული ბავშვი, – მიაბაროს აღსაზრდელად, საბავშვო დაწესებულებას, საბავშვო დაწესებულება ვალდებულია, ბავშვის აღზრდა იკისროს, – მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე. გაუდიდდეს, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, – მუშა და მოსამსახურე ქალებს, 63 – ი კალენდარული დღიდან, 77 კალენდარულ დღემდე. ამასთანავე, შვებულების ხანგრძლივობა დაწესდეს 35 – ი კალენდარული დღე – მშობიარობამდე, და 42 – ი კალენდარული დღე – მშობიარობის შემდეგ, და ამ პერიოდისთვის, გაიცეს დახმარება – სახელმწიფოს ხარჯზე დაწესებული ოდენობით. ცუდი მშობიარობის, ან ტყუპების დაბადების შემთხვევაში, მშობიარობის შემდეგ, შვებულება წესდება 56 – ი კალენდარული დღის ხანგრძლივობით. დაევალოს საწარმოთა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებს, ფეხმძიმე ქალებს, მორიგი შვებულება მისცენ – მშობიარობისა, და ორსულობის გამო – შვებულების შეფარდებით. ქალებს, 3 – ი თვის ფეხმძიმობიდან დაწყებული, არ დაეკისროთ – საზეგანაკვეთო მუშაობა საწარმოებსა, და დაწესებულებებში, ხოლო იმ ქალებს, რომელთაც – ძუძუთა ბავშვები ჰყავთ – ღამით მუშაობა, – ბავშვის კვების პერიოდში. დაწესდეს – ,,დედობის მედალი“ 1 – ლი და 2 – რე ხარისხის, იმ დედების დასაჯილდოებლად, რომლებმაც იყოლიეს და აღზარდეს 5 – ი შვილი, გადაეცეთ 2 – რე ხარისხის მედალი, ხოლო 6 შვილზე, 1 – ლი ხარისხის მედალი. დედას, რომელმაც იყოლია და აღზარდა, 10 – ი შვილი, მიენიჭოს – ,,გმირი დედის“ საპატიო წოდება, და გადაეცეს – ,,გმირი დედის ორდენი“, და საბჭოეთის – უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი. ეს მხოლოდ ნაწილია, იმ ,,უბედურობებისა“, ვის დროსაც, ასე იტნჯებოდა ხალხი, ვიდრე არ დაჰკრა ჟამმა – ,,თავისუფალი საქართველოისა“….

სოციალური ქსელი: ბესო ბესო