ღალატით დაცემულ ქვეყანაში; ნუ დაგავიწყდებათ, უმადურობამ ანგელოზი  ეშმაკად გადააქცია…

როდესაც, ,,მონობის უღლიდან თავდასაღწევად“, ერთი წელიღა რჩებოდა – ქართველ ხალხს, და ,,თავისუფლებისადმი მოტრფიალე“ დანარჩენ ერებსაც, იმ დროინდელი საბჭოეთის – ხელოვნურად, და განზრახ დანგრეული ეკონომიკა, მაინც ასეთი მაჩვენებლების მატარებელი იყო.

1990 წელს, საბჭოეთის მთლიანი შიგა პროდუქტი, 1.000.000.000.000 – ნ საბჭოთა მანეთს უტოლდებოდა, ხოლო ოფიციალური კურსით, 1 – ი ფაშისტური დოლარი 59 – ი კაპიკი ღირდა. აქედან გამომდინარე, საბჭოეთის ნომინალური მთლიანი შიგა პროდუქტი, 1.700.000.000.000 – ი ფაშისტური დოლარი იყო. მსოფლიოს ეკონომიკაში, – მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელს, მსყიდველუნარიანობის მიხედვით, ანგარიშობენ იმ შესწორებით რომ, 1 – ი ფაშისტური დოლარით, მაგალითად – ჩინეთში 1,5 – ჯერ მეტი პროდუქტის შეძენა შეიძლება, ვიდრე – ფაშისტურ ამერიკაში, ხოლო შვეიცარიასა და ნორვეგიაში, 1,5 – ჯერ ნაკლების. ამიტომ, მსოფლიო მევახშეთა, და დახლიდართა – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საბჭოეთის მთლიანი შიგა პროდუქტი, – მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, 1990 წელს, 2.700.000.000.000 – ნ ფაშისტურ დოლარს შეადგენდა, ანუ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 12,1% – ს. გაეროს მასონურ ეკსპერტთა ვარაუდით, საბჭოეთის ეკონომიკური სიმძლავრე, – მსოფლიოს ეკონომიკის 14,2% – ს შეადგენდა, ანუ იმ მაჩვენებლით – საბჭოეთი, – იაპონიას, 1,5 – ჯერ აღემატებოდა, გერმანიას 2 – ჯერ, ჩინეთს კი 3 – ჯერ. რატომღაც, ქართველი ხალხი იმ დროს, და არა მარტო ქართველები, ასევე უკრაინელები, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, ნუ ერთი სიტყვით ყველაზე – ,,დიდი მაფიცარი“ ერები – ,,თავისუფლების მიმართ“, რომლებსაც, მუშტების ქნევის და ,,ჯოს“ ყვირილში, მსოფლიოში – ჩამცილებელი რომ არ მოეპოვებოდათ, დიდი გულმოდგინებით უმტკიცებდნენ, ყველა სულდგმულს რომ, თუ საბჭოეთის უზარმაზარი სიმძლავრიდან, თავიანთ წილს წაიღებდნენ, ისეთ ცხოვრებას ეწეოდნენ რომ, თვითოეული ქართველი – ეგვიპტის ფარაონის ტახტრევანით ივლიდა ქუჩებში…. ასე ეგონათ უკრაინაშიც. ისინიც ამტკიცებდნენ რომ: ჩვენი უკრაინაო, საბჭოეთში ყოფნის დროსო, ერთ სულზე, ფოლადის გამოდნობის, ქვანახშირის მოპოვების, ხორბლის მოყვანისა, და სხვა მაჩვენებლების მიხედვით, – ევროკავშირის ლოკომოტივის, – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ანალოგიური მაჩვენებლების ტოლიაო…. ამიტომ, უკრაინის ელიტამ, და არა მხოლოდ, გადაწყვიტა რომ, ასეთი მდიდარი საბჭოთა მემკვიდრეობით, ჩემოდანი უნდა ჩაელაგებინა, და საბჭოეთიდან წასულიყო. ახლა სად არის უკრაინა??? – ჩვენნაირად, – ვაშინგტონის ტყვეობაში. ხო, იქით – საბჭოეთის ახლო აღმოსავლეთისკენ, – ყაზახეთსა და უზბეკეთში, აქცენტი კეთდებოდა – ხორბლისა და ბამბის მოყვანაზე, ლიტვასა და ლატვიაში – ელექტრონიკის განვითარებაზე…. მაგრამ რომელმა ამ რესპუბლიკამ მოიყვანა ეს ,,დიდი პერსპექტივები“ სისრულეში?…. არცერთმა. ყველა ამ რესპუბლიკებს, რომლებიც დარჩნენ უკონტროლოდ, სათავეში, – ვაშინგტონმა მოუვლინა – მუქთახორა, მოღალატე კორუმპირებული მტაცებლები, რომლებმაც, – ყველა რესპუბლიკას, მოუვლინეს – დოლარის ბატონობა, ეროვნებათ შორის შუღლის ჩამოგდება, სიღატაკე, უმუშევრობა, კორუფციის არნახული მაშტაბები, ემიგრაცია, ნარკომანია, პროსტიტუცია, უცოდინრობა, ტერიტორიების გამრიგებლობითი კარგვა, სოფლის მეურნეობის გაცამტვერება, ნიჰილიზმი, ბოროტება, და შიდა სამოქალაქო ომები. რაიმე ტყუილს ვწერ, და ეს ყველაფერი არ მომხდარა, ან არ გრძელდება არსებული სიტუაცია?,… მე აღარ გავაგრძელებ – უფასო ჯანდაცვა რომ იყო, სწავლა, ამავდროულად რომ იყო – დამატებითი განათლების მიღების ქსელიც, – სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების სახით, ცეკვის წრეები და სპორტული სექციები. ბავშვებს ზაფხულობთი – უფასოდ რომ შეეძლოთ დასვენება კურორტებზე მოწყობილ პიონერთა ბანაკებში. რა დონეზე იყო – განათლების ხარისხი და რომლებმაც, განათლება – საბჭოთა პერიოდში მიიღეს, და დღეს უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწეობენ, თუმცა, ბევრი აქედან ამას არც იხსენებს, და საბჭოთა წყობის უმადურნი არიან, ან ხმას ვერ იღებენ – დღევანდელი კაპიტალისტების შიშით, სამსახურიდან არ გამისროლონო. ხელოვნება რა დონეზე იყო აყვანილი – ესეც დაავიწყდა ბევრს. არადა, სწორედ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა – ოსკაროსანი შედევრები – აღარ ჩამოვთვლი ეხლა მათ, შორს წავალ ძალიან, ან რა დონის მსახიობები გვყავდნენ, აღარც იმათ გვარებს არ ჩამოვთვლი, ყველას გვარი იცით – ყველამ. დღეს კი, ვის და რას უყურებს ქართველი ხალხი? – ოსმალთა იმპერიის, და ინდურ – ბაჰრამ შაჰის სერიალებსა და გახრწნილ – ,,ჩემი ცოლის დაქალებს“. პატიოსან ქარტველთა, და არა მარტო ქართველთა დასაღონად, აი ეს არის – ,,თავისუფალი საქართველოს მონაპოვარი“…. მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ მაინც ნურავის რომ: უმადურობამ, – ანგელოზი – ეშმაკად გადააქცია….

სოციალური ქსელი: ბესო ბესო