ხვალინდელი საქართველოს პროექტის ავტორებს ჰაერივით სჭირდებათ ახალგაზრდები აქციონ უემოციო, უსამშობლო, უტრადიციო, უსულგულო ზომბებად…

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მილიარდი ევრო დაჯდა ხომ?!
კარგი???

 

ვინმემ დათვალა, სამ მილიონ ნახევრიან საქართველოში მაგის გარდა კიდევ რამდენი ათეული უნივერსიტეტია?!
ალბათ არა, მაგრამ ბლომადაა, სიტყვაზე მენდეთ.
ვინმემ იცით, ამდენივე მილიონ ნახევრიანი ქვეყნიდან რამდენი შეძლებული მამიკოს შვილი სწავლობს საზღვარგარეთ?!
ალბათ არა, მაგრამ – ბევრზე ბევრი…
………..
აქ რამდენიმე აბზაცს გამოვტოვებ და მოკლედ, თანაც დაბეჯითებით გეტყვით, რომ ახალი, მილიარდიანი უნივერსიტეტის მთავარი და ერთადერთი დანიშნულება იქნება, – იმ ახალგაზდებს, რომლებსაც გავლენიანი და ფულიანი მშობლები საზღვარგარეთ ვერ გაგზავნიან, – ადგილობრივად გამოურეცხონ ტვინები, აქციონ უემოციო, უსამშობლო, უტრადიციო, უსულგულო ზომბებად.
ასეთი ხალხი ხვალინდელი საქართველოს პროექტის ავტორებს ჰაერივით სჭირდებათ!
ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეს მილიარდი ევრო სოფლის მეურნეობის აღორძინებისკენ მიმართულიყო და ეფექტურად გამოყენებულიყო.
რა მოხდებოდა და სულ მცირე ხანში მივიღებდით მიწაზე, მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში დასაქმებულთა დიდ არმიას და ახალგაზრდებს, რომლებიც ამ კუთხით განათლების მიღებითა და განვითარებით იქნებოდნენ დაინტერესებულები. მშობლიურ მიწასთან, მის ფლორასა და ფაუნასთან ურთიერთობა კი იწვევს სამშობლოსა და მისი ტრადიციების მოსიყვარულე, დიდი სულიერების მქონე ადამიანების ჩამოყალიბებას.
ხვალინდელი საქართველოს პროექტის ავტორებმა ეს იციან და ასეთი ადამიანები კატეგორიულად არ აწყობთ.
მათ ტვინგამორეცხილი ახალგაზრდობა და მშიერი მონები სჭირდებათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ერთნიც და მეორენიც ძალიან ადვილი სამართავები არიან.
სოციალური ქსელი:  /გრინ ბარეტი/