“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” აცხადებს შემდეგს:
“2016 წლამდე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ვიყავი და ჩემ წილ პასუხისმგებლობას მეც კი ვიღებ მაგათ უსაქციელობაზე…
2010 წელს მე გავაკეთე ტაბულა, შეგიძლიათ წაიკითხოთ, რამდენ კრიტიკულ სტატიას ნახავთ და რამდენჯერაც მე ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი დამმუქრებია, რომ თუ არ შემეშვები დაფინანსების წყაროს გადაგიკეტავო, იმდენი მილიონი დოლარი რომ მოვახმარო კარგად ამ კამპანიას, რასაც დავიწყებ. “ტაბულას” თანამშრომლებს ეს არ გაუგიათ, მე მაქვს ჩემი ფეხები და ვერავინ ვერ დამაწვება, თუ მეს ეს არ მინდა, ვერავინ ვერ შემაცვლევინებს აზრს. მე რისიც მჯერა, იქედან ვერავინ გადამახვევინებს, ვერც ადეიშვილი, ვერც სააკაშვილი, ვერც ბიძინა ივანიშვილი. ბუნებრივია იყო ზეწოლა, კრიტიკა არავის უყვარს.”